ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა პასუხისმგებლობას უკრაინის მთავრობას აკისრებს


ტოლუკა, მექსიკა, 19 თებერვალი, 2014

მექსიკაში მიმდინარე ვიზიტისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მკაცრად დაგმო უკრაინაში მიმდინარე ძალადობა და "უპირველესი პასუხისმგებლობა" მომხდარზე უკრაინის მთავრობას დააკისრა.

მექსიკაში მიმდინარე ვიზიტისას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მკაცრად დაგმო უკრაინაში მიმდინარე ძალადობა. ამერიკელმა ლიდერმა "უპირველესი პასუხისმგებლობა" მომხდარზე უკრაინის მთავრობას დააკისრა.

ბარაკ ობამა: ჩვენ ველით, რომ უკრაინის მთავრობა გამოამჟღავნებს თავშეკავებას, და არ მიმართავს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ასევე ველით [მშვიდობიანი] მომიტინგეების მხრიდან მშვიდობიანი პროცესის უზრუნველყოფას. ჩვენ დეტალურ მონიტორინგს ვუწევთ სიტუაციას, ვაღიარებთ რა ევროპელ პარტნიორებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, რომ უკრაინაში ზღვარის გადაკვეთას შედეგები მოჰყვება.

დღესვე, გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ლიდერებმა "სწრაფი და მიზანმიმართული სანქციებისკენ მოუწოდეს ჩაგვრაზე პასუხისმგებელ პირებს" უკრაინაში.

ამ ფონზე, ნატოს პრესის ოფისი ავრცელებს განცხადებას, რომ გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინის მთავრობას ძალადობისგან თავშეკავებას თხოვს. რასმუსენმა კერძოდ თქვა-"თუ [მოვლენებში] ოპოზიციის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალები ჩაერევიან, ეს სერიოზულად დააზარალებს უკრაინის ურთიერთობებს ნატოსთან."

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სისხლისღვრაში პასუხისმგებლობას „ექსტრემისტებს“ და „რადიკალურად განწყობილ ელემენტებს“ აკისრებს. დაპირისპირებულ მხარეებს კი „ცივილური, პოლიტიკური დიალოგისკენ" მოუწოდებს. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც უმეტესად უკრაინის ოპოზიციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერები „ადეკვატურად არ რეაგირებენ“.
XS
SM
MD
LG