ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის მარჯვენა ფლიგელიდან ევაკუაცია მოხდა


კვამლი ელექტროდანადგარების ოთახში ტრანსფორმატორების გადახურების შედეგად გაჩნდა

თეთრი სახლის მარჯვენა ფლიგელში გაჩენილი კვამლის გამო ჟურნალისტების და ფოტოგრაფების ევაკუაცია მოხდა. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი ოჯახი არ ცხოვრობს თეთრი სახლის ამ ნაწილში. ამასთან ოფიციალური პირების ევაკუაციაც არ გახდა საჭირო.

კვამლი ელექტროდანადგარების ოთახში ტრანსფორმატორების გადახურების შედეგად გაჩნდა. ოფიციალურმა პირებმა გაანეიტრალეს ინციდენტი, რის შემდეგაც თანამშრომლები დააბრუნეს შენობაში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG