ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი მალერის ანგარიშის გამოქვეყნებას აღმასრულებელი პრივილეგიით ბლოკავს


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა ოთხშაბათს განიხილავს დაადანაშაულოს თუ არა გენერალური პროკურორი კონგრესის უპატივცემულობაში. იუსტიციის დეპარტამენტი უარს აცხადებს რუსეთთან დაკავშირებული სპეციალური გამომძიებლის რობერტ მალერის სრული ანგარიშის კონგრესისთვის მიწოდებაზე.

კომიტეტის ხელმძღვანელები და იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები ერთმანეთს უთანხმოების გადასაწყვეტად სამშაბათს შეხვდნენ. თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ისინი პრეზიდენტს თხოვდნენ საპრეზიდენტო პრივილეგიის გამოყენებას იმ ინფორმაციაზე, რომელსაც წარმომადგენეთა პალატა ითხოვს.

თეთრმა სახლმა დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტი ამ პრივილეგიას გამოიყენებს.

„ისინი ითხოვენ ინფორმაციას, რომლის მიღების უფლებაც მათ იციან რომ არ აქვთ. გენერალური პროკურორი კანონს იცავს“, - განაცხადა სარა სანდერსმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელს დასჯიან კონგრესის მიმართ დაუმორჩილებლობის გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG