ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი ფაუჩის კრიტიკისგან დისტანცირებას ახდენს


ოთხშაბათს, თეთრი სახლი განერიდა ბოლო კრიტიკას, რომელიც ექიმ ენტონი ფაუჩის მიერ კორონავირუსის პანდემიის მართვისადმი იყო მიმართული. თუმცა გაზეთში გამოქვეყნებული შეხედულება ზუსტად ემთხვეოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოსაზრებებს.

თეთრი სახლის მრჩეველმა სავაჭრო საკითხებში, პიტერ ნავარომ “იუ ეს ეი თუდეიში” გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა, რომ ფაუჩის ”საზოგადოებასთან მიმართებაში კარგი საექიმო ტაქტი გააჩნია, მაგრამ ყველა საკითხში, რაზეც მასთან შეხება მქონდა, ის მცდარი იყო.”

ფართოფორმატიანი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორმა ალისა ფარაჰმა თქვა, რომ ნავაროს სტატიას თეთრი სახლის ჩვეული კონტროლის პროცედურები არ გაუვლია და ეს მოსაზრება მხოლოდ პიტერს ეკუთვნის.”

მან თქვა, რომ ტრამპი “აფასებს პროფესიონალ მედიკოსებს, რომლებიც მის ადმინისტრაციას რჩევებს აძლევენ.”

როდესაც ტრამპს თეთრ სახლში სტატიის შესახებ ჰკითხეს, მან თქვა: “ეს პიტერ ნავაროს მოსაზრებაა, მაგრამ მე ექიმ ფაუჩისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG