ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევი: დასავლური სანქციები კრემლს არ შეაფერხებს


„სულელურია“ იმის დაჯერება, რომ დასავლეთის სანქციებს რუსული ბიზნესის წინააღმდეგ რაიმე გავლენა ექნება მოსკოვის მთავრობაზე, განაცხადა პარასკევს რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა.

სანქციები მხოლოდ გააძლიერებს რუსულ საზოგადოებას და არ გამოიწვევს ხალხის უკმაყოფილებას ხელისუფლების მიმართ, განუცხადა მედვედევმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო RIA-ს ინტერვიუში.

დასავლეთმა რუსეთს მთელი რიგი სანქციები დაუწესა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მაგრამ ომის დაწყებიდან, ერთი თვის შემდეგ კრემლი აცხადებს, რომ გააგრძელებს თავდასხმას მანამ, სანამ არ მიაღწევს თავის მიზნებს უკრაინის "დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციის" კუთხით.

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ნაწილი კონკრეტულ პირებს, ბიზნესმენებსა და ოლიგარქებს ეხება.

„მოდით, საკუთარ თავს ვკითხოთ: შეუძლია თუ არა რომელიმე ამ მსხვილ ბიზნესმენს ჰქონდეს ქვეყნის ხელმძღვანელობის პოზიციაზე გავლენის თუნდაც უმცირესი შანსი? ",- განაცხადა მედვედევმა.

"– ღიად გეუბნებით: არა, არავითარ შემთხვევაში".

მედვედევის თქმით, გამოკითხვებმა აჩვენა, რომ რუსების სამი მეოთხედი მხარს უჭერს კრემლის გადაწყვეტილებას უკრაინაში "სამხედრო ოპერაციის" განხორციელების შესახებ და კიდევ უფრო მეტად უჭერს მხარს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

XS
SM
MD
LG