ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში დიდთოვლობას ელიან


ჩრდილოეთ დაკოტას გზებზე გართულებულია ავტომობილების გადაადგილება

სამშაბათს გვიანი ზამთრის ამინდი შეერთებული შტატების ცენტრალურ-დასავლეთის შტატებს დიდთოვლობით ეწვია. ოჰაიოს შტატიდან მომავალმა ცივმა ამინდმა აღმოსავლეთ სანაპიროს შტატებამდე მიაღწია. გზად კი ავიარეისების გადადება და საავტომობილო ავარიები გამოიწვია.

ჩიკაგოს აეროპორტებში 1000-მდე რეისი გააიდო. 107 რეისზე მეტი გაქუმდა მინიაპოლისის საერთაშორისო აეროპორტშიც.

ვისკონსინის შტატის ტრანსპორტის დეპარტამენტის პრესცენტრის განცხადებით, სამშაბათს დასავლეთ ვისკონსინის შტატში ტრაილერმა გზიდან გადაუხვია, ხიდს შეასკდა და მდინარე რედ ჩადერში ჩაიძირა.

სააავრიო სიტუაცია შეიქმნა მინესოტას შტატის გზატკეცილებზეც, ჩრიდლოეთ დაკოტას გზებზე გართულებულია ავტომობილების გადაადგილება.

დიდთოვლობას ვაშჲნგტონის და მის ახლო მდებარე შტატების ქალაქებშიც ელიან.
XS
SM
MD
LG