ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის სიახლეები


ბირმის პრეზიდენტი თეინ სეინი თეთრ სახლში მიიწვიეს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ექვსი თვის წინ რანგუნში პრეზიდენტ ბარაკ ობამას ვიზიტს, ბირმის პრეზიდენტი თეინ სეინი თეთრ სახლში ვიზიტით პასუხობს. შარშან ნოემბერში ამერიკელმა ლიდერმა ბირმაში დაწყებული რეფორმები მოწონებით მოიხსენია.

„ხუთი ათწლეულის განმავლობაში არსებული დიქტატურა კონტროლს ასუსტებს. თეინ სეინის პრეზიდენტობის ქვეშ, ცვლილების სურვილი სარეფორმო ინიციატივებთან მოდის შესაბამისობაში. მთავრობას სამოქალაქო პირი ხელმძღვანელობს, პარლამენტი კი მეტ ზეგავლენას იძენს,“-განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

ხანგრძლივი გაუცხოების შემდეგ, ამერიკა ბირმასთან ურთიერთობაში ჩართულობას ესწრაფვის, რაც დამატებითი პოლიტიკური და ეკონომიკური ლიბერალიზაციისა და რეფორმების გატარების წინაპირობა უნდა გახდეს.
ბარაკ ობამას მხრიდან, ბირმის ხელისუფლებისთვის გამჭვირვალე მართველობაზე გაკეთებული შესაძლო მინიშნება, თავად ამერიკის მთავრობის შიგნით დარღვევების შესახებ მიმდინარე გამოძიებას ემთხვევა.
ამერიკის კონგრესი აგრძელებს ობამას ადმინისტრაციის შიგნით წარმოშობილი სკანდალური ფაქტების გამოძიებას.

გასულ კვირას, ამერიკის საგადასახადო სამსახურის მოქმედი თავმჯდომარე გადადგა. ეს მას მერე მოხდა რაც აღნიშნულმა უწყებამ აღიარა, რომ კონსერვატიულ პოლიტიკურ ჯგუფებს უფრო მკაცრ შემოწმებას უტარებდა.
საგადასახადო სამსახურის ყოფილმა თავმჯდომარემ სტივენ მილერმა კონგრესის მოსმენაზე განაცხადა, რომ საგადასახადო სამსახურის სახელით, ის ბოდიშს იხდის იმ შეცდომებისთვის, რომლებიც ორგანიზაციამ დაუშვა და რომ მცდარი პოლიტიკის შედეგად დაზარალებული ორგანიზაციები და ამერიკული საზოგადოება მართლაც უკეთეს მოპყრობას იმსახურებს.

კევინ ბრედის მსგავსად, ამერიკელმა კანონმდებლებმა კარგად იციან, თუ რა მოხდა ამერიკის საგადასახადო სამსახურში და იყო თუ არა, აღნიშნული ტიპის ქმედებები სანქცირებული ობამას ადმინისტრაციის მიერ.
წარმომადგენელთა პალატის კანონმდებელი კითხულობს:

„ვცხოვრობთ თუ არა იმავე ამერიკაში, თუ მთავრობა იმდენად არის ინტოქსიკაციის ქვეშ რომ თავის სრულ შეძლებას ჩვეულებრივი ამერიკელების დასაშინებლად და მუქარის მიზნით ექცევა."

ამ ფონზე, თეთრი სახლის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ საგადასახადო სამსახური პოლიტიკურად დამოუკიდებელი უწყებაა. თავად პრეზიდენტი ამბობს რომ შეშფოთებულია ამ სკანდალით:

„უპატიებელია, და ამერიკელებს აქვთ უფლება გაბრაზდნენ. მეც აღშფოთებული ვარ. და არ ვაპირებ რომელიმე სახელმწიფო უწყებაში მსგავს მოქმედებას შევეგუო."

კვირის ბოლოს, პრეზიდენტი ამერიკის კონტრტერორისტული ძალისხმევის შესახებ გააკეთებს განცხადებას, მათ შორის ადმინისტრაციის დანაპირებს შეეხება, რომლის თანახმადაც, გუანტანამოს ყურეში არსებული საპყრობილე უნდა გაუქმებულიყო.
XS
SM
MD
LG