ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში ვიეტნამის პრეზიდენტის ვიზიტი იწყება


წარმომადგენელთა პალატა საემიგრაციო რეფორმის განხილვას მიუბრუნდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:59 0:00
ბმული

შეერთებული შტატების ინტერესი და ვალდებულებები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მიმართ ამ კვირაში ყურადღების ცენტრში მოექცევა. პრეზიდენტი ობამა თეთრ სახლში ვიეტნამის პრეზიდენტს უმასპინძლებს. ეს შეხვედრა ამერიკის ვიეტნამის ომში მონაწილეობიდან ზუსტად ორმოცი წლის შემდეგ იმართება. თუმცა ახლა უკვე, ჰანოის და ვაშინგტონს შორის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა და სავაჭრო კავშირები ვითარდება.


მოსალოდნელია რომ ხუთშაბათს, ბარაკ ობამას და ტრუნგ ტარ სენგის შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შექმნილ სადაო საკითხებს. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ივლისის დასაწყისში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცის სამიტზე განაცხადა, რომ ამერიკა ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს.


ჯონ კერი: შეერთებულ შტატებს აქვს ძლიერი ინტერესი მონაწილე მხარეებთან ერთად იმოქმედოს სამხრეთ ჩინეთის ზღვის გარშემო არსებული სადავო საკითხების მოსაგვარებლად.


თეთრი სახლი აცხადებს, რომ ობამა და სენგი ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს, კლიმატურ ცვლილებებს და ეკონომიკური კავშირების თემებსაც შეეხებიან. შეხვედრას დიდი ყურადღებით ელიან ამერიკაში მცხოვრები ვიეტნამის დიასპორის წარმომადგენლებიც.


კრისტი ნგიენი აცხადებს: რომ ის ამერიკის მოქალაქეა, თუმცა შეხვედრის მნიშვნელობის შესახებ ყველა ვიეტნამელის სახელით ისაუბრებს, იმ ადამიანების სახელით, რომლებიც კომუნისტური ხელისუფლების მიერ არიან დაპატიმრებული.


რაც შეეხება შეერთებული შტატების საშინაო პოლიტიკის საკითხებს, წარმომადგენელთა პალატაში გრძელდება ისტორიული კანონ-პროექტის-საემიგრაციო რეფორმის განხილვა. რამდენიმე კვირის წინ სენატმა დამუშავებული კანონის საბოლოო ვარიანტი დაამტკიცა. რეფორმა სრულად შეუწყობს ხელს კონტროლი გამკაცრდეს საზღვრებზე და მილიონობით უსაბუთო ემიგრანტს ამერიკის მოქალაქეობისკენ გაუხსნის გზას. რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად წარმომადგენელთა პალატაში მოქალაქეობის მიღების საკითხი ბევრი კონსერვატიული შეხედულების კანონმდებლებისგან ძლიერ ოპოზიციურ წინააღმდეგობას აწყდება.


წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი აცხადებს, რომ მას იმედი აქვს, რომ ქვედა პალატა კანონ-პროექტს მანამდე დაამტკიცებს, ვიდრე კონგრესი კიდევ ერთხელ დაუბრუნდება ამერიკის სახელმწიფო ვალის ზღვრის მატების თემას. ფედერალური მთავრობა სახელმწიფო სესხის დადგენილ ზღვარს ოქტომბრის თვეში მიაღწევს.
XS
SM
MD
LG