ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კონტროლი მკაცრდება


ორ კვირაში სენატში საემიგრაციო კანონზე კენჭისყრა გაიმართება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:44 0:00
ბმული

მიმდინარე კვირამ შესაძლოა მნიშვნელოვანი პროგრესი მოუტანოს ამერიკის საემიგრაციო რეფორმას. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის შესახებაც იქნება საუბარი არის ერთსქესიან ქორწინებაზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა ამ კვირაში გამოიტანონ. ვაშინგტონიდან მაიკლ ბოუმენი მოგვითხრობს.

შეერთებული შტატების საზღვრების მკვეთრი გამკაცრება შეიძლება გახდეს მთავარი ფაქტორი სენატის ორპარტიული შეთანხმებისა, რომელიც საემიგრაციო რეფორმის მიღებას შეუწყობს ხელს. დემოკრატი ჩარლზ შუმერი ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.

ჩარლზ შუმერი: სენატი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას.

წარმოდგენილი წინადადების მიხედვით, საზღვრებზე დამატებით 20 ათასი მესაზღვრე განლაგდება. ასევე, ამერიკა-მექსიკის საზღვარზე გათვალისწინებულია ათას კილომეტრიანი ღობის გავლება და სათვალთვალო სისტემის ტექნოლოგიური გაუმჯობესება. საკანონმდებლო შესწორების მიზანია უზრუნველყოფილ იქნას რესპუბლიკელების მხარდაჭერა, რომლებიც ამ ეტაპზე წინააღმდეგი არიან მიიღონ უსაბუთო ემიგრანტების ლეგალიზაციის შესახებ კანონი მანამ, ვიდრე ამერიკის საზღვრები სათანადოდ არ იქნება დაცული. სენატორი ჯონ კორნინი ამ საკითხზე საუბრობს.

ჯონ კორნინი: ჩვენ არ გვაქვს საკმარისი კონტროლი სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას სურს, რომ კანონს ხელი უახლოეს თვეებში მოაწეროს. ამასთან დაკავშირებით მან განცხადება გააკეთა.

ბარაკ ობამა: ამერიკის მოქალაქეობის მისაღებად გზა ზეწოლას, უფრო მოქნილ საემიგრაციო სისტემას გულისხმობს. უნდა შევქმნათ უფრო ქმედითუნარიანი, მზარდი ეკონომიკა, რომელიც საშუალო კლასზე იქნება მორგებული და უნდა ვუზრუნველყოთ უფრო სტაბილური ფინანსური მომავალი ჩვენი შვილების თაობისთვის.

სენატის საბოლოო კენჭისყრა სავარაუდოდ უახლოეს ორ კვირაში მოხდება. თუმცა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად წარმომადგენელთა პალატაში კანონ-პროექტს წარმატების გარანტია ნამდვილად არ აქვს.

ამასობაში უზენაესი სასამართლო ერთსქესიან ქორწინებაზე გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება. სასამართლო გადაწყვეტს, დაშვებული იქნება თუ არა ცალკეულ შტატებში ერთსქესიანი წყვილების ქორწინება. ასევე, პარალელურად, სასამართლო მოსალოდნელია რომ მიიღებს გადაწყვეტილებას, ფედერალურმა ხელისუფლებებმა უნდა აღიაროს თუ არა მსგავსი კავშირები.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გასულ კვირას გერმანიაში ვიზიტის დროს კვლავ დაადასტურა მისი მხარდაჭერა ერთსქესიან პირთა ქორწინების დაკანონების შესახებ.

ბარაკ ობამა: ჰომოსექსუალი და ლესბოსელი ადამიანების გვერდით უნდა მიგულოთ, უნდა გავუფრთხილდეთ მათ სიყვარულს და უფლებას კანონის შესაბამისად, ამით ნებისმიერი ადამიანის თავისუფლების დაცვაც ხდება. ყველას აქვს თავისი წილი ბედნიერების გაზიარების უფლება.

ოთხშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ერთ კვირიანი ვიზიტით აფრიკაში გაემგზავრება და სენეგალს, ტანზანიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას მოინახულებს.
XS
SM
MD
LG