ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე გასულ უქმეებზე რეკოდრული რაოდენობის თოვლი მოვიდა, ოკეანის სანაპიროზე კი წყალდიდობაა. ვაშინგტონსა და მის გარეუბნებში სამთავრობო შენობები და სკოლები დაკეტილია. ვაშინგტონის მეტრო, რომელიც შაბათს და კვირას დაკეტილი იყო, დღეს ნაწილობრივ ამუშავდა.
ასევე ნაწილობრივ ამუშავდა რეგიონის დიდი აეროპორტებიც, რომლებიც პარასკევის შემდეგ დაკეტილი იყო. ამერიკის კონგრესმა დღეს დაგეგმილი რამდენიმე კენჭისყრა გადადო.
პოპულარული
1