ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში დიდთოვლობაა მოსალოდნელი


დღეს, ვაშინგტონში დიდთოვლობას ელიან, რომელიც რეკორდული რაოდენობის ნალექს მოიტანს და სავარაუდოდ, ქალაქის პარალიზებას გამოიწვევს.

მეტეოროლოგების ცნობით, თოვა პარასკევს საღამოს დაიწყება და კვირა დილამდე გაგრძელდება, რის შედეგადაც თოვლის საფარმა შესაძლოა 60 სანტიმეტრს გადააჭარბოს.

თოვლის მოლოდინში, ვაშინგტონის მერმა ამერიკის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სკოლების დახურვის გადაწყვეტილება დაადასტურა. ამასთან, ქალაქის ხელისუფლებამ მეტროს დახურვის განკარგულება გასცა, რაც ძალიან იშვიათად ხდება.

ამ დრომდე, ამერიკის მასშტაბით 5000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა.

XS
SM
MD
LG