ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატები ბოლო პრაიმერებისთვის ემზადებიან


დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლა დასასრულს უახლოვდება. ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ვერმონტელი სენატორი ბერნი სანდერსი ერთმანეთს ხვალ, ქალაქ ვაშინგტონში დაუპირისპირდებიან.

ვაშინგტონში 330 000 დემოკრატია რეგისტრირებული, ქვეყნის დედაქალაქში კლინტონი მოწინააღმდეგეზე დიდი უპირატესობით სარგებლობს. თუმცა ვაშინგტონის შედეგები საერთო სურათს არ ცვლის. გასულ კვირას ექვს შტატში გამართული პრაიმერების შედეგად კლინტონმა უკვე დააგროვა ნომინაციისთვის საჭირო დელეგატების და სუპერ დელეგატების მხარდაჭერა.

დემოკრატების პარტიის ნომინანტი 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩვენებზე მილიარდერ დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება.

XS
SM
MD
LG