ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იარაღის კონტროლის ირგლივ დავა არ წყდება


არიან თუ არა ამერიკელები ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რას მოიცავს ეს პრობლემა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ამერიკაში გაცხარებული კამათი იარაღის ტარების და შენახვის უფლების გამკაცრებასთან დაკავშირებით ისევ მიმდინარეობს. კონტროლის გამკაცრების მომხრეების და მოწინააღმდეგების პოზიციებს, რომლებიც ფლობენ იარაღს , ანგარიშს უწევენ თეთრ სახლშიც, კონგრესშიც და საზოგადოებაშიც. ამ თემაზე დებატები გასული წლის 20 დეკემბერს, კონეკტიკუტის შტატში ნიუთაუნში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ განახლდა, როდესაც მკვლელმა სიცოცხლეს გამოასალმა 20 ბავშვი, 6 მასწავლებელი, ამის შემდეგ მოკლა საკუთარი დედა და თავი მოიკლა.

ბრიტანული სამედიცინო ჟურნალი „ბი-ემ -ჯეი“ ამ თემაზე აქვეყნებს სტატიას და კითხვას სვამს, არიან თუ არა სინამდვილეში ამერიკელები ინფორმირებული იმის შესახებმ თუ რას მოიცავს ეს პრობლემა.

ყოველწლიური მიმართვის დროს ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკელებმა დაიმსახურეს, იარაღის კონტროლის შესახებ კანონი მარტივი კენჭისყრით იქნას მიღებული. თუმცა ედვარდ დეივისი ამბობს, რომ საკითხი არც ისე მარტივად დგას. მისი განცხადებით ამ თემაზე საუბარი სენდიჰუკის სკოლის ტრაგედიის შემდეგ დაიწყო. ამგვარად, ახლახან მოხდა ამ საკითხის წამოწევა წინა პლანზე. მისი აზრით ეს საინტერესო თემაა თან რთულია და ამასთან არ არსებობს ერთი სწორი პასუხი ამ დროისთვის.

დეივისი „ბი-ემ -ჯეის“ ახალი ამბების რედაქტორია. იგი ამ საკითხის ირგვლივ გამოკვეთილად არცერთ პოზიციას ემხრობა.

„ იარაღის თემატიკა ამერიკისთვის განსაკუთრებულად ამერიკული საკითხია. მე ბრიტანელი ვარ. შეუძლებელია ჩვენ გვქონოდა მსგავსი დებატები, რადგან აქ არ არის საამისო ფონი შექმნილი. თუ თავიდან მივყვებით, ამერიკის შექმნის ისტორიიდან აქ სხვა სიტუაციაა. განვითარებასთან ერთად შეიცვალა ამერიკელების კულტურა იმგვარად, რომ მეორე შესწორებაში ცვლილების შეტანას ხალხი უკვე ასე ძალიან მოითხოვს. და ეს გახდა მთელი პოლიტიკური სიტუაციის შემადგენელი ნაწილი რაც, კიდევ უფრო მიანიშნებს ამ მხრივ ამერიკის უნიკალურობაზე.“

ამერიკის კონსტიტუციაში შეტანილი მეორე შესწორება გულისხმობს რომ ქვეყანაში არსებობს კარგად გაწრთვნილი პოლიცია, რომელიც არის შეიარაღებული და იცავს მოსახლეობის უსაფრთხოებას, თუმცა მოსახლეობასაც არ უნდა წაერთვას იარაღის შენახვისა და ტარების უფლება .
კონსტიტუციური საკითხების ექსპერტები ამბობენ რომ, 1980 წლიდან შესწორების შესახებ ინტერპრეტაცია გარდაიქმნა იარაღის ტარების ინდივიდუალურ უფლებად.

იარაღის ეროვნული ასოციაცია რომელიც საკმაოდ გავლენიანი ორგანიზაციაა ამერიკაში, მხარს უჭერს იარაღის პირადად ფლობის უფლების ქონას. ბევრ მცდელობას გაუძლო დაწესებულიყო ლიმიტი იმაზეც, თუ რა საბრძოლო მასალის და იარაღის მფლობელობა შეეძლო პირს.

„ დეივისის აზრით, ადვილია საქმეში გაუთვითცნობიერებელი პირის პოზიციიდან გადაჭრით განაცხადო, თუ რომელია სწორი და რომელი არა. თუმცა საქმე ეს არ არის. უბრალოდ ძალიან განსხვავებულია დებატების შინაარსი, ასეთი მსჯელობა სხვაგან შეუძლებელია, რომ გაიმართოს, გარდა ამერიკისა.“

დეივისი ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ ეს რთული საკითხია, აგრეთვე საჭიროა მისი კვლევა და გამოძიება, ფაქტების მოყვანა, თუ რამდენი ძალადობა არის მომხდარი იარაღით. ის განიხილავს ამას, როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის პრობლემას, სადაც ხელისუფლება და კანონმდებლები თავიანთ გადაწყვეტილებებს სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით იღებენ. თუმცა დეივის აზრით ეს კიდევ უფრო სხვა შემთხვევაა.

„იარაღის ტარების უფლებაზე ღიად და თავისუფლად კვლევა არ ჩატარებულა . ჟურნალის რედაქტორის თქმით, მათ ჟურნალს აქვს ვალდებულებები გამოძიების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სწორედ ახლა ატარებენ კამპანიას მონაცემთა გახსნის შესახებ. როდესაც იარაღის კონტროლის თემას შეეხნენ კვლევის დროს შეიზღუდა ხარჯები, რის მერეც შეუძლებელი გახდა რომ სრულყოფილად შესწავლილიყო სიტუაცია.“

1990 წელს იარაღის ეროვნულმა ასოციაციამ ჩაატარა წარმატებული კამპანია გარკვეული სახეობის იარაღის ტარებასთან დაკავშირებული კვლევის წინააღმდეგ, რომელიც დავადებათა კონტროლის და პრევენციის ეროვნული ცენტრის ეგიდით მიმდინარეობდა. ამ კვლევის კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ეს იყო მცდელობა საზოგადოების მხარდაჭერის მისაღებად იარაღის ტარების წინააღმდეგ.

დეივისი ამბობს რომ ასევე ადგილი ჰქონდა მცდელობას, რომ მიეღოთ კანონი იმის თაობაზე, რომ ექიმებს არ ჰქონოდათ უფლება პაციენტისთვის ეკითხათ - ჰქონდათ თუ არა სახლში იარაღი.

დეივისის განცხადებით , თუკი იქნებოდა უფრო მეტი თავისუფალი კვლევის ჩატარების საშუალება, გადაწყვეტილება უკეთ დასაბუთებული იქნებოდა. მისი შეფასებით ამ ეტაპზე არ არის სრული თავისუფლება რომ ასე მოხდეს.

„ბი-ემ -ჯეის“ რედაქტორი ამბობს რომ, ბოლო კვლევა რომელსაც მართლა ჰქონდა გავლენა 1990 წლის ბოლოს ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში დაიბეჭდა. იქ მოყვანილი იყო სტატისტიკა, რომ სახლში იარაღის შენახვა 2,7 % ზრდის მკვლელობის სურვილს ხოლო 4,8 %-ს თვითმკვლელობისკენ ახალისებს.

„ამის შემდეგ სხვადასხვა მიზეზების გამო მასშტაბური კვლევა ამ საკითხის ირგვლივ აღარ ჩატარებულა. დაფინანსება შეწყდა. არის ზეწოლა, რომ არ ჩატარდეს კვლევა. თუმცა საინტერესოა ვიცოდეთ უკანასკნელი კვლევები იარაღის სხვადასხვა სახეობების და ამ მხრივ მათი ეფექტურობის შესახებ. არსებობს მრავალი მიმართულება ამ თემის გარშემო, რომელიც შეიძლებოდა შესწავლილიყო.“

თავი სტატიაში, რომელიც დეივისმა სამედიცინო ჟურნალში გამოაქვეყნა, წერს რომ თუკი დავადება 31 ათას ადამიანს ანადგურებს წელიწადში, მაშინ ეს პრობლემა საზოგადოების შეშფოთებას იწვევს და ხალხი კვლევების ჩატარებას ითხოვს. ამიტომ, მისი აზრით, ნიუთაუნის ტრაგედიის შემდეგ პოზიტიური ის იქნება, თუკი იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ გაყინული კვლევები თავიდან განახლდება.
XS
SM
MD
LG