ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“დაიკავე უოლსტრიტის“ მშვიდობიანი აქცია


სიმღერისა და ცეკვის ხმა ერთმანეთს ენაცვლება, მუყაოსგან დამზადებული სახლების მწკრივი კი ერთი ადგილიდან მეორეზე გადადის - ასეთია “დაიკავე უოლსტრიტის“ მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა პროტესტის ერთი დღე.

მანჰეტენზე, ბროდვეის ერთ ნაწილში განთავსებული აქციის მონაწილეთა გვერდით, მშრომელთა პროფკავშირების წარმომადგენლებსაც შეხვდებით. ისინი, სხვების მსგავსად, საბანკო პოლიტიკისა და უმუშვერობის საკითხებს აპროტესტებენ და კონგრესისაგან სათანადო რეაგირებას მოითხოვენ.

აქაციის ზოგიერთმა მონაწილემ “ამერიკის ბანკის” ფილიალის ალყაში მოქცევაც განიზრახა. საფრთხის თავიდან ასაცილებლად ბანკის თანამშრომლებმა შესასვლელი კარები საგულდაგულოდ ჩაკეტეს და იქვე შორიახლოს მყოფმა პოლიცელებმაც სათანადო პოზიცია დაიკავეს. აქციის მონაწილენი ბანკის თანამშრომლებისაგან იპოთეკურ სესხზე შაღავათების დაწესებას ითხოვენ:

“სახლები ადამიანებს ეკუთვნით და არა ბანკებს. მასში ოჯახები ცხოვრობენ და ბავშვები იზრდებიან. ისინი ვაჭრები არა არიან რომ ბევრი ფული ქონდეთ,-” აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილენი, 14 წუთის განმავლობაში, გარეთ, საშინელ სიცივეშიც კი იდგნენ, იმისათვის რომ 14 მილიონი უმუშევარი ამერიკელისათვის სოლიდარობა გამოეცხადებინათ. მათი ლურჯი ფერის საყელო დასაქმების პრობლემაზე გაფიცულთა ჯგუფს მიანიშნებდა. მათი მოთხოვნაც სწორედ დასაქმებას შეეხებოდა:

“ჩვენ მეტად უნდა ვიმოქმედოთ, დუმილის დრო აღარ არის; რაც უფრო უმოქმედოდ ვიქნებით და არაფერს ვიტყვით, კორპორაციები მით უფრო გაიმყარებენ პოზიციებს და საკუთარ მიზნებს განახორციელებენ.

ერთ-ერთი ღონისძიების ორგანიზატორი - კრისტინ მარტინგი ამბობს რომ ამერიკელებმა ერთმანეთზე ზრუნვა უნდა ისწავლონ:

“ტრადიციულად, ამერიკა მიემართება იქ, სადაც საზოგადოების თანადგომა და ერთმანეთის პასუხისმგებლობის გაზიარება უცხოა. ამერიკელისათვის უმთავრესი საკუთარი კეთილდღეობაა და არა მთლიანად საზოგადოების კარგად ყოფნა. ”

საყოველთაოდ ცნობილი უოლ-სტრიტის ხარი, რომელიც საფონდო ბირჟაზე გაზრდილი აქციების სიბმოლოს წარმოადგენს, აქციის მონაწილეებმა გალიაში ჩასვეს. დატყვევებული ხარის მეშვეობით მათ ხელისუფლების გაზრდილი კონტროლი ამხილეს.

XS
SM
MD
LG