ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის მთავრობა ოპერაციის დეტალებს ითხოვს


ვაშინგტონის განცხადებით, ლიბიის მთავრობის შეშფოთება უსაფუძვლოა და ალ ყაიდას ლიდერის დაპატიმრება კანონის შესაბამისად მოხდა

ლიბიის მთავრობამ მოუწოდა ლიბიაში ამერიკის ელჩს დებორა ჯონსს, მეტი ინფორმაცია მოიპოვოს ამერიკის სპეცსამსახურების იმ რეიდის შესახებ, რომლის დროსაც ალყაიდას ლიდერი დააკავეს.

შაბათს ტრიპოლიში ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა აბუ ანას ალ-ლიბი ავტომობილი შეაჩერეს და იგი საზღვაო გემზე დასაკითხად წაიყვანეს.
დღეს ლიბიის იუსტიციის მინისტრმა ლიბიაში შეერთებული შტატების ელჩისგან ოპერაციის დეტალებზე ინფორმაცია მოითხოვა. მთავრობამ ჩატარებულ ოპერაციას გატაცება უწოდა და ფაქტის ბოლომდე გამოძიება მოითხოვა.
გუშინ სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ლიბიის მთავრობის შეშფოთება უსაფუძვლოა და ალ ყაიდას ლიდერის დაპატიმრება კანონის შესაბამისად მოხდა.

2000 წელს ნიუ იორკის ფედერალურმა სასამართლომ ლიბი 1998 წელს კენიასა და ტანზანიაში ამერიკის საელჩოებზე თავდასხმაში დაადანაშაულა. ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ლიბის ადგილსამყოფელზე ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი დააწესა.
XS
SM
MD
LG