ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მთავრობა კვლავ ვერ თანხმდება


პრეზიდენტის და კონგრესის ლიდერთა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

დღეს ამერიკის მთავრობის ნაწილობრივი დახურვიდან მესამე დღეა და ჩიხიდან გამოსვლის ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს.
გუშინ კონგრესის ლიდერები პრეზიდენტ ობამას თეთრ სახლში მოსალაპარაკებლად შეხვდნენ. თუმცა დახურულ კარს მიღმა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და ბიუჯეტის თემა კვლავ გადაუწყვეტელია.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ჯონ ბეინერის განცხადებით, მთავრობის გახსნის შეთანხმებაზე პრეზიდენტმა უარი ღიად განაცხადა:
„ამერიკელები მოელოდნენ, რომ პრეზიდენტი და დემოკრატები შეძლებდნენ და განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევდნენ.თუმცა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკებები არ სურს.“-აღნიშნა ჯონ ბეინერმა.

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, მთავრობას ნებისმიერ წუთას შეუძლია მუშაობა განაახლოს, თუ რესპუბლიკელები რეალურად არსებულ ბიუჯეტს მხარს დაუჭერენ. სიენბისის ტელეარხზე გამოსვლისას პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბიუჯეტი დამტკიცდება და მთავრობა მუშაობას განაახლებს.
„თუ კონგრესი დაამტკიცებს არსებულ ბიუჯეტს, ქვეყანა დეფოლტს გადაურჩება და ჩვენ შევძლებთ მომავალში ნებისმიერ საკითხზე მოლაპარაკებები განვაგრძოთ.“-აღნიშნა პრეზდიენტმა.

ობამას განცხადებით, ზოგიერთი რესპუბლიკელი მზადაა შეერთებულ შტატებში დეფოლტი მოხდეს, ვიდრე კონგრესის და კონსტიტუციით დამტკიცებული „ობამაქეარის“ სახელით ცნობილი ჯანდაცვის საყოველთაო დაცვის რეფორმა ამოქმედდეს.

პრეზიდენტ ობამას სურს ამერიკის მთავრობის ვალის ზღვარი გაზარდოს. თუ ამერიკის მთავრობა 17 ოქტომბრამდე ამ საკითხზე ვერ შეთანხმდება და მუშაობას არ აღადგენს, შეერთებული შტატების ეკონომიკა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.
XS
SM
MD
LG