ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიკ პენსმა იური რატასს მადლობა გადაუხადა


ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი კვირას ტალინში ესტონეთის პრემიერ მინისტრს იური რატასს შეხვდა. ლიდერებმა ესტონეთის ევროკავშირის პრეზიდენტობის პერიოდი განიხილეს, ამასთან, ვიცე-პრეზიდენტმა ესტონეთს მადლობა გადაუხადა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების პრიორიტეტად განხილვის, მტკიცე თანამშრომლობისათვის ევროკავშირისა და ნატოს სტრუქტურებთან და თავდაცვის ბიუჯეტზე დამატებითი თანხების გამოყოფისთვის. მაიკ პენსმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ ერთგულია ბალტიის სახელმწიფოების უსაფრთხოების, განსაკუთრებით კი კოლექტიური თავდაცვისა და ნატოს მე-5 მუხლის პრინციპების. ვიცე-პრეზიდენტმა გამოხატა მადლიერება ესტონეთის კონტრიბუციისათვის ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში და იმისთვის, რომ ესტონეთი თავდაცვის ბიუჯეტზე მლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტზე მეტ ხარჯავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG