ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რადიო ამერიკის ხმის უზბეკი კორესპონდენტის სასამართლო შედგა


რადიო ამერიკის ხმის უზბეკი კორესპონდენტის სასამართლო შედგა
რადიო ამერიკის ხმის უზბეკი კორესპონდენტის სასამართლო შედგა

რადიო ამერიკის ხმის უზბეკი კორესპონდენტი აბდულმალიკ ბობაევი ტაშკენტის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რომელმაც მას 10 000 დოლარზე მეტი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ბატონ ბობაევს ცილისწამებასა და პიროვნების ღირსების შეურაცხყოფაში ედება ბრალი. მას ასევე იმგვარი ინფომაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ, რომელიც საფრთხეს უქმნის უზბეკეთში სამოქალაქო მშვიდობას.

ამ ბრალდებებით აბდულმალიკ ბობაევი შესაძლოა 8 წლით გამოეკეტათ ციხეში. ის უკვე 5 წლის განმავლობაში ამერიკის ხმის კორესპონდენტია უზბეკეთში. ბატონი ბობაევი მიიჩნევს რომ თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ყველა ღონე უნდა იხმაროს. მისი თქმით:“ მე კატეგორიულად ვუარყოფ ყველა ბრალდებას და თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ. ამის დასამტკიცებლად ყველა შანსი უნდა გამოვიყენო.“

აბდულმალიკ ბობაევი იმედოვნებს, რომ კვლავაც გააგრძელებს თავის ჟურნალისტურ საქმიანობას, თუმცა ამ ყველაფერში ხელისუფლების მხრიდან ერთგვარ გაფრთხილებას ხედავს, რომ მომავალში უფრო ყურადღებით შეარჩიოს თემები.

ცნობილმა ინგლისურმა ჟურნალმა ეკონომისტმა 2008 წელს უზბეკეთი მსოფლიოს იმ ოცი ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც ყველაზე უფრო უხეშად იზღუდება პრესის თავისუფლება.

მარტო უკანასკნელი ორი წლის მანძილზე უზბეკეთში რვა ჟურნალისტი დააპატიმრეს სხადასხვა ბრალდებით. ადამიანის უფლებათა დაცვის უზბეკი აქტივისტი სურატ იკრამოვი თავადაც გახდა ხელისუფლების დევნის ობიექტი ერთ-ერთი ადგილობრივი მომღერლის საეჭვო სიკვდილზე სტატიის გამოქვეყნების გამო.

„მისი აზრით განსაკუთრებით იმ ჟურნალისტებზე ხდება ზეწოლა, რომლებიც უცხოურ საინფორმაციო საშუალებებზე მუშაობენ, რადგან ადგილობრივი ჟურნალისტები უბრალოდ ვერ გამოაქვეყნებენ რაიმე სერიოზულ კრიტიკულ მასალას უზბეკურ პრესაში.“

აბდულმალიკ ბობაევი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და როგორც ჩანს ამ გარემოებამ გადაწყვიტა მისი შედარებით მსუბუქად დასჯის საკითხი. ჟურნალისტების დაცვის ამერიკულმა კომიტეტმა წერილიც კი გაუგზავნა უზბეკეთის პრეზიდენტს ისლამ ქარიმოვს ბობაევის განთავისუფლებასთან დაკავშირებით.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ რობერტ ბლეიკმა პირადად ინახულა ბატონი ბობაევი ტაშკენტში. ამერიკის საელჩომ კი ოფიციალური განცხადება გააკეთა ამ საქმესთან დაკავშირებით, სადაც შეშფოთებაა გამოთქმული უზბეკეთში პრესის თავისუფლების მდგომარეობას გამო.

XS
SM
MD
LG