ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში აფეთქება მოხდა


აფეთქებისას დაიღუპა 26 და დაიჭრა 50 ადამიანი

შაბათს, ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ხიბერის ტომურ რაიონში ბაზრის ტერიტორიაზე სატვირთო მანქანა აფეთქდა, რომლის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია 50. აფეთქების ადგილზე რამდენიმე შენობა დაზიანდა. პასუხისმგებლობა აფეთქებაზე ჯერჯერობით არავის აუღია. უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით, აფეთქება მიზნად ისახავდა მთავრობასთან შეკრულ ტომებზე თავდასხმას.

ტერორისტულ აქტს წინ უძღოდა ერთი კვირის წინ ფეშევარში მიმავალი ფედერალური მოსამსახურეებით დატვირთული ავტობუსის აფეთქება, რომლის დროსაც 19 ადამიანი დაიღუპა.


XS
SM
MD
LG