ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ახლა უფრო უსაფრთხოა ვიდრე 20 წლის წინ - ლოიდ ოსტინი 


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტონი ამბობს, რომ ამერიკა დღეს უფრო უსაფრთხოა ვიდრე ის 20 წლის წინ იყო. განცხადება ოსტინმა „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტთან კარლა ბაბთან, ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა. ოსტინი აქვე განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ გამოწვევად ჩინეთი რჩება. ამერიკის თავდაცვის მდივნის თქმით, შეერთებული შტატები ავღანეთში მიმდინარე პროცესებს დააკავირდება და გააკონტროლებს ვითარებას. ეს ამერიკას ჩინეთზე ფოკუსირებაში ხელს არ შეუშლის.

„თქვენ თუ შეხედავთ 2001 წლიდან, როგორ განვითარდა და გაიზარდა ჩვენი შესძლებლობები, ნახავთ, რომ ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოში არსებული სხვადასხვა საფრთხეების თავმოყრა, ანალიზი და თვალყურის დევნება. ჩვენი მოქმედება, იერიშის მიტანის უნარი და მასშტაბურობა გაიზარდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც მთავრობა, ჩვენ უკეთ ვმუშაობთ, სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაცია გაზრდილია და მონაცემების გაცვლა დაუბრკოლებლად ხდება. ასე რომ, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ უფრო უსაფრთხოდ ვართ,“- აცხადებს ლოიდ ოსტინი.

ამერიკის თავდაცვის მდივანმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის საკითხზეც ისაუბრა, თუმცა მისი შეფასებისგან თავი შეიკავა.

„კიდევ ერთხელ, არ მინდა აქ რაიმე სახის შეფასება გავაკეთო,“- აცხადებს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი. ოსტინი მხოლოდ იმას ამბობს, რომ თავდაცვის დეპარტამენტმა და ამერიკის მთავრობამ წარმოუდგენლად დიდი შრომა გასწიეს ევკუაციის პროცესის წარმატებით წარმართვისთვის.

„ისევ და ისევ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა ახალგაზრდა ქალებმა და კაცებმა, რომლებიც ოპერაციაში მონაწილეოდნენ, დიდი სამუშაო გაწიეს. 124 000 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით მოხდა, მათგან დაახლოებით 6 000 ამერიკის მოქალაქე იყო. პროცესი გრძელდება და სახელმწიფო დეპარტამენტი აქტიურად არის მასში ჩართული. ჩვენმა ჯარისკაცებმა წარმოუდგენლად დიდი შრომა გასწიეს და მე ვფიქრობ, ეს იყო ისტორიული მისია. მათი შრომა იყო გმირობა,“- ამბობს ამერიკის თავდაცვის მდივანი.

ლოიდ ოსტინის თქმით, ერაყისა და ავღანეთის მისიებს შორის სხვაობა დიდია და პროცესებიც განსხვავებულად წარიმართა. „სამხედრო ოპერაციებში მსგავსება იქნება. მაგრამ, აშკარა განსხვავებებია ამ ორ ოპერაციას შორის საფრთხის საფუძველზე,“- ამბობს ის.

ამერიკის თავდაცვის მდივანმა „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ტერორიზმის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტერორიზმი ფეხს იდგამს ყველა იმ ადგილზე, სადაც სუსტ მმართველობაა და სახელმწიფო ეფექტურად ვერ მუშაობს. „ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რაღაც მომენტში არსებობს შესაძლებლობა, რომ ტერორისტულმა აქტივობებმა ასეთ ადგილებში ფესვები გაიდგას“.

ოსტოინი განმარტავს, რომ ტერორისტები ახლა განსაკუთრებით აფრიკაში არიან გააქტიურებულები.

„ამერიკის ხმამ“ ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 11 სექტემბერს, ტერაქტების 20 წლისთავზე ჩაწერა. სახელმწიფო მდივნის ინტერვიუს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG