ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაშია


მიხეილ სააკაშვილი, 2 ოქტომბერი, 2012
მიხეილ სააკაშვილი, 2 ოქტომბერი, 2012

სააკაშვილმა აღიარა დამარცხება და პირობა დადო რომ "ქართული ოცნების" კოალიციას მთავრობის ფორმირებაში დაეხმარება.

საქართველოს პრეზიდენტი სატელევიზიო გამოსვლაში მესალმა არჩევნების დასრულებას და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ოპოზიციაში გადადის. არჩევნების შედეგების წინასწარი დათვლების შემდეგ, მისი თქმით, ნათელია, რომ საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ გაიმარჯვა.

სააკაშვილმა აღიარა დამარცხება და პირობა დადო რომ „ქართული ოცნების" კოალიციას მთავრობის ფორმირებაში დაეხმარება.

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ივანიშვილის კოალიცია „ნაციონალურ მოძრაობას" 54-41 პროცენტის წინააღმდეგ უსწრებს.

გუშინ, ორივე პარტია გამარჯვებას ზეიმობდა მაშინ, როცა კოალიციის მხარდამჭერები ქუჩებში ზეიმობდნენ.

ახალი კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრემიერ მინისტრი ახალ ფუნქციებს შეიძენს. პრემიერს პარლამენტი ირჩევს.
XS
SM
MD
LG