ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები ვირუსის გავრცელებას მთავარ საფრთხედ ასახელებენ


ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფექციური დაავადებების გავრცელება ქვეყნის მთავარ საფრთხეებს შორის დაასახელეს. კორონავირუსის მზარდი გავრცელება ქვეყანაზე უდიდეს გავლენას ახდენს.

"პიუს" ბოლო კვლევის მიხედვით, ამერიკელების 79% ინფექციური დაავადებების გვარცელებას მთავარ საფრთხედ ასახელებს. შედარებისთვის, 73% თვლის, რომ მთავარი საფრთხე ტერორიზმი და ატომური იარაღის გავრცელებაა, ხოლო 71% აზრით ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა კიბერშეტევებია.

გამოკითხვაში 1,000 ამერიკელი იღებდა მონაწილეობას და ის სატელეფონო გზით მარტის თვეში ჩატარდა. საინტერესოა ისიც, რომ ამერიკელების უფრო დიდი ნაწილი, ინფექციური დაავადებების გავრცელებას საფრთხედ 13 მარტის შემდეგ, ანუ მას შემდეგ მიიჩნევს, რაც ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოცხადდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG