ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენაში სირიის კრიზისზე მსჯელობენ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიაცხადებს, რომ მოლაპარაკებები სირიის თაობაზე ბოლო წლების განმავლობაში „ყველაზე იმედისმომცემად“ გამოიყურება.

ავსტრიის დედაქალაქში სირიის კონფლიქტის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს ირანის და რუსეთის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე ხვდება და აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ბოლო წლების განმავლობაში „ყველაზე იმედისმომცემად“ გამოიყურება.

მოჰამად ჯავად ზარიფთან და სერგეი ლავროვთან საუბრის გარდა, ჯონ კერი მონაწილეობას სირიის და რუსეთის დიპლომატებს შორის გამართულ არაფორმალურ შეხვედრებშიც მიიღებს. მოლაპარაკება ხვალ სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა მონაწილეობით გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG