ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნულანდი: უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს დახმარებას ვაგრძელებთ


"პირველ რიგში მადლობას ვუხდი კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტს იმ ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რომელიც მან უკრაინის მისამართით გამოხატა"-თქვა სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა ვიქტორია ნულანდმა. მან ასევე კმაყოფილება დააფიქსირა კონგრესმენთა აქტიურობის გამო, რომელიც მათ კანონმდებლობის მიღების და უკრაინაში ვიზიტების სახით გამოიჩინეს უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სახელმწიფოს მხარდასაჭერად.

აქვე, ნულანდმა ილაპარაკა ოთხი წამყვანი საყრდენი დებულების შესახებ, რომელსაც ამერიკის საგარეო პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში ემყარება.

პირველი, მისი თქმით, ეს არის ამერიკის ფინანსური, ტექნიკური და უსაფრთხოების დარგში არა-ლეტალური დახმარება უკრაინისადმი, იმ დროს როცა ეს ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. მეორე დებულება ეს არის უკრაინასთან და ევროპელ პარტნიორებთან მუშაობა, რათა რუსეთს, კურსის შეცვლის შემთხვევაში, შესაძლებლობა მიეცეს განახორციელოს17 აპრილს, ჟენევაში აღებული ვალდებულებები. მესამე, ამერიკა აძლიერებს ეკონომიკური საზღაურის დაკისრებას რუსეთზე მისი აუკანონო ოკუპაციისა და ყირიმის არალეგალური ანექსიის გამო, და მეოთხე-ამერიკა ნატოს მოკავშირეებთან თანამშრომლობას და მათ დარწმუნებას აგრძელებს, ისევე როგორც უზრუნველყოფს დახმარებას მოლდოვასა და საქართველოსთვის.
XS
SM
MD
LG