ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი აქტივისტი ბერლინში აგრძელებს მკურნალობას


კრემლთან დაპირისპირებული რუსი აქტივისტი ბერლინის საავადმყოფოში მკურნალობს. პიოტრ ვერზილოვი რუსულ ონლაინ მედია-საშუალებას გამოსცემს, რომელიც მთავრობისადმი კრიტიკულადაა განწყობილი.

ვერზილოვს მკურნალობა მოსკოვში, გასულ კვირას უტარდებოდა. მან ერთი კვირის წინ, 15-დღიანი პატიმრობის შემდეგ, მხედველობის, სმენის და სიარულის უნარი დაკარგა. შაბათს ის ბერლინში გადააფრინეს. ვერზილოვის მეუღლე ნადეჟდა ტოლოკოლნიკოვა მთავრობის საწინააღმდეგო პოზიციებით ცნობილი პანკ-ჯგუფის, „პუსი რაიოტის“ წევრია.

ტოლოკოლნიკოვამ გერმანულ გამოცემა „ბილდს“ განუცხადა, რომ მისი რწმენით, ქმარი მოუწამლეს. ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა ვერონიკა ნიკულშინამაც რუსულ ვებ-გამოცემას უთხრა, რომ ეს ნამდვილად მოწამვლა იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG