ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"Vera" თურქეთში შტორმში მოჰყვა


"Vera" თურქეთში შტორმში მოჰყვა
"Vera" თურქეთში შტორმში მოჰყვა

ჯართით დატვირთული "Vera" რუსეთთიდან თურქეთის მიმართულებით მიცურავდა.

შავ ზღვაზე თურქული გემის ჩაძირვის შედეგად 8 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

თურქეთის მთავრობის განცხადებით, კამბოჯის დროშის ქვეშ მცურავი გემი "Vera" ქალაქ ერეგლისთან შტორმში მოჰყვა და ჩაიძირა.

ქალაქის გუბერნატორის განცხადებით, გემზე მყოფი 11 ადამიანიდან სამი გადარჩა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენი რვა დღემდე დაკარგულად ითვლება.

სამაშველო სამსახურები და ვეტმფრენები პოლიციასთან ერთად დაკარგულების ძებნას განაგრძობენ. თუ მაშველები წყლის ზემოთ ეკიპაჟს დანარჩენ წევრებს ვერ იპოვნიან, მაშინ საქმეში მყვინთავები ჩაერთვებიან და გემის მახლობლად ზღვის ფსკერს დაათვალიერებენ.

ჯართით დატვირთული "Vera" რუსეთთიდან თურქეთში მიცურავდა. თვითმხილველების განცხადებით, გემი რამდენიმე წუთში ფსეკრისკენ დაეშვა.

XS
SM
MD
LG