ვენესუელის ეროვნული საკონსტიტუციო ასამბლეა პარასკევს პირველად შეიკრიბება.
მიუხედავად საერთაშორისო უარყოფითი გამოხმაურებებისა და ოპოზიციის პროტესტისა, 545 არჩეული დელეგატი კარაკასში იმისთვის იკრიბება, რომ ქვეყნის კონსტიტუცია თავიდან შეადგინოს. ოპოზიცია არჩევნებს უკანონოსა და არალეგიტიმურს უწოდებს და პრეზიდენტ მადუროს გადადგომას მოითხოვს.
აშშ არ აღიარებს საკონსტიტუციო ასამბლეას - თქვა შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ჰედერ ნაუერტმა ხუთშაბათს გაკეთებული განცხადებისას და განმარტა, რომ არჩევნების პროცესში ჩართულნი არ იყვნენ სანდო საერთაშორისო დამკვირვებლები.
„აშშ ასამბლეას მიიჩნევს პრეზიდენტ მადუროს დიქტატურის ერთ-ერთ არალეგალურ გამოვლინებად, რაც მიზნად ისახავს დემოკრატიული პრინიცპების კიდევ უფრო მეტ დარღვევას,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
Facebook Forum