ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელა პრეზიდენტს ირჩევს


ქვეყნის ლიდერობაზე ერთმანეთს ორი კანდიდატი ეცილება

ვენესუელა დღეს ახალ პრეზიდენტს ირჩევს, რომელიც აწ გარდაცვლილ პრეზიდენტ ჰუგო ჩავესს შეცვლის.

ქვეყნის ლიდერობაზე ერთმანეთს ორი კანდიდატი ეცილება - ჩავესის რჩეული ნიკოლას მადურო, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს და ოპოზიციის ლიდერი ენრიკე კაპრილესი.

50 წლის მადურო ყოფილი ავტობუსის მძღოლი და ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მან წინასაარჩევნო კამპანია მნიშვნელოვანი უპირატესობით დაიწყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ, მისი რეიტინგი მნიშვნელოვნად დავარდა.
XS
SM
MD
LG