ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ლიდერები კარაკასში ჩავიდნენ


ლიდერებს შორის არიან ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი და კუბის პრეზიდენტი რაულ კასტრო

მსოფლიოს სახელმწიფოთა არაერთი ლიდერი ვენესუელის ლიდერის გარდაცვალების გამო სამძიმრის გამოხატვის მიზნით კარაკასში ჩავიდა.
ლიდერებს შორის არიან ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი და კუბის პრეზიდენტი რაულ კასტრო. ამ ფონზე, ვენესუელაში ამერიკის შეერთებული შტატები დიპლომატიურ დელეგაციას აგზავნის.
ვენესუელის მთავრობის ინფორმაციით, კარაკასში სამხედრო აკადემიის შენობაში დასვენებული პრეზიდენტის ხსოვნას ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიაგო პატივი.
ჩავესის პანაშვიდი შვიდი დღის განმავლობაში გაგრძელდება რათა ვენესუელის მოსახლეობის დიდ ნაწილს მიეცეს ყოფილ პრეზიდენტთან დამშვიდობების საშუალება, ლიდერთან, რომელიც ისტორიაში მსოფლიოში ერთერთ ყველაზე მრავალფეროვან და კონტროვერსიულ სახელმწიფო მეთაურად დარჩება.
დღესვე მოგვიანებით, ვენესუელის ვიცე პრეზიდენტი ნიკოლას მადურო პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.
XS
SM
MD
LG