ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია


პრეზიდენტის ინაუგურაცია ხვალ გაიმართება

ვენესუელის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ხვალ გაიმართება, თუმცა არჩევნებში მისი გამარჯვების ლეგიტიმურობის საკითხი ჯერ კიდევ განხილვის საგანია როგორც ვენესუელაში ისე მის ფარგლებს გარეთ.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ამერიკის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს გუშინ განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ გადაუწყვეტია მადურო ვენესუელის ახალ პრეზიდენტად აღიაროს.
მისი განცხადებით, ხმების გადათვლა უნდა მოხდეს. თუმცა დარწმუნებული არ არის რომ მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში ამ პროცესს ექნება ადგილი. „ თუკი საარჩევნო პროცესში სერიოზული დარღვევების არსებობა დადასტურდა, ამერიკა ეჭვქვეშ დააყენებს ახალი მთავრობის ქმედითუნარიანობას“-თქვა ჯონ კერიმ.
XS
SM
MD
LG