ვენესუელის მთავარი პროკურორის განცხადებით, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გამარჯვების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე 7 ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ, რაც გამოსვლებმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო, 61 ადამიანი დაშავდა, დემონსტრაციების 135 მონაწილე კი დააპატიმრეს.
დამარცხებული კანდიდატის, ენრიკე კაპრილესის მხარდამჭერები ქუჩებში ორშაბათს, არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე გამოვიდნენ. საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად უგო ჩავესის მიერ პირადად შერჩეული, მისი საქმის გამგრძელებელი, ნიკოლას მადურო გამოაცხადა. კაპრილესის მომხრეები უამრავ დარღვევებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათ ხელთ აქვთ ანგარიშები მინიმუმ 3 200 საჩივრიდან.