ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩავესი საზეიმო ფიცის დადებას ვერ შეძლებს


ინაუგურაციის ცერემონიალი შესაძლოა მოგვიანებით უზენაესი სასამართლოს შენობაში გაიმართოს

პრეზიდენტი ჰუგო ჩავესი მომავალ კვირას საზეიმო ფიცის დადებას ვერ შეძლებს. ინაუგურაციის ცერემონიალი შესაძლოა მოგვიანებით უზენაესი სასამართლოს შენობაში გაიმართოს. ამის შესახებ განცხადებას ვენესუელას ვიცე-პრეზიდენტი ავრცელებს.

ნიკოლას მადუროს სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებული განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ ვენესუელას პრეზიდენტი კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში დადგენილ პროცედურაზე ვერ გამოცხადდება. ოპოზიციის ლიდერები ამას პრეზიდენტის მიერ პოსტის დატოვების ადეკვატურ ნაბიჯად აღიქვამენ. ისინი პროტესტს გამოთქვამენ ვიცე-პრეზიდენტის მიერ გავრცელებული განცხადების გამო და კიბოთი დასნეულებული პრეზიდენტის შესახებ მეტ ინფორმაციას მოითხოვენ.

პრეზიდენტი ჩავესი ამჟამად კუბაში იმყოფება, სადაც ის ქირურგიული ოპერაციით მკურნალობის მორიგ რაუნდს იტარებს. მისი საჯარო გამოჩენა ბოლოს 2012 წლის 11 დეკემბერს დაფიქსირდა.
XS
SM
MD
LG