ვენესუელას პრეზიდენტმა ჰუგო ჩავესმა, კუბაში ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, არჩევნებში გამარჯვების პირობა საჯაროდ დადო.
პრეზიდენტი ჩავესი სოციალური ქსელის -„ტვიტერის“ მეშვეობით სპეციალურად გავრცელებულ შეტყობინებაში, საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიყვარულსა და მადლიერებას გამოხატავდა.
ვენესუელას ვიცე-პრეზიდენტის ელიას ჯაუას ინფორმაციით, ბატონი ჩავესი თავს კარგად და ენერგიულად გრძნობს. მან ასევე აღნიშნა რომ კუბელი ექიმების ძალისხმევით ოპერაციამ, რომელიც პრეზიდენტ ჩავესს მენჯზე სიმსივნის გამო ჩაუტარდა წარმატებით ჩაიარა.