ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაპი ფრანცისკეს ინაუგურაცია


ახლადარჩეულმა პაპმა ფრანცისკემ საინაუგურაციო სიტყვაში მორწმუნეებს ბავშვებზე და მოხუცებზე ზრუნვისკენ მოუწოდა. ახალი პაპის ინაუგურაცია ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე გაიმართა.

პაპმა სიტყვა იტალიურ ენაზე წარმოთქვა. ცერემონიას დაახლოებით 150 ათასი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ 130 ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები და სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები.

მაღალი რანგის სტუმრებს შორის იყო მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ბართლომეოსი. ის პირველი მართლმადიდებელი პატრიარქია, რომელიც 1000 წლის წინ საეკლესიო განხეთქილების შემდეგ, პაპის ინაუგურაციას დაესწრო.
XS
SM
MD
LG