ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიამ ვატიკანის წარმომადგენელს სექსუალურ ძალადობაში ბრალი წაუყენა


კარდინალი ჯორჯ პელი
კარდინალი ჯორჯ პელი

ავსტრალიის პოლიციამ ვატიკანის წარმომადგენელს სექსუალურ ძალადობაში ბრალი წაუყენა.

ოფიციალურ უწყებებს ბრალდების დეტალები არ გაუხმაურებიათ. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ კარდინალ ჯორჯ პელს ხელს არაერთი მომჩივანი ადებს.

კარდინალი პელი რომის პაპ ფრანცისკეს მთავარი ფინანსური მრჩეველია. ის 18 ივლისს მელბურნის სასამართლოში უნდა გამოცხადდეს.

ვატიკანში გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ უდანაშაულოა და მიზანში ჰყავთ ამოღებული, რათა მორალურად გაანადგურონ.

ვატიკანის პრეს-სპიკერმა გრეგ ბერკმა ავსტრალიის სასამართლოს მიმართ პატივისცემა დაადასტურა და თქვა, რომ პაპმა ფრანცისკემ კარდინალ პელს შვებულება მისცა, რათა ის სასამართლოში გამოცხადდეს.

პელი უმაღლესი რანგის კათოლიკე მღვდელმსახურია, რომელიც სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG