ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მძიმე ინფიცირებისგან დასაცავად ვაქცინები ეფექტურია


მსოფლიოში კოვიდ-19-ის დელტა ვარიანტით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ვირუსის ამ ვარიანტით ზოგიერთი აცრილი მოქალაქეც ავადდება. თუმცა მსუბუქი ფორმით. ექსპერტების განმარტებით, ყველა ვაქცინა მაინც ეფექტურად შეიძლება მივიჩნიოთ.

ბილ პოუდერლი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სპეციალისტი ამბობს, რომ უმთავრეს მოლოდინს ამა თუ იმ ვაქცინისგან, ყველა ფართოდ ავტორიზებული ვაქცინა აკმაყოფილებს:

„ისინი ძალიან ეფექტურია იმ საქმეში, რაც ჩვენ მათგან გვსურს - ესაა ადამიანების დაცვა სერიოზული დაავადებისა და სიკვდილისგან“, - ამბობს ის.

ინფიცირების მაჩვენებლის ზრდამ ისრაელში, არაერთი კითხვა გააჩინა ვირუსის დელტა ვარიანტის მიმართ ზოგიერთი ვაქცინის შედარებით დაბალ ეფექტურობასთან დაკავშირებით. მაგრამ პაუდერლი ამბობს, რომ აცრა ადამიანებს მძიმე ავადმყოფობისგან იცავს და ამის მაგალითი მისი მშობლიური შტატი მისურიცაა.


„იქ ახლა ისრაელის მსგავსად, ზოგიერთი ვაქცინირებული ადამიანიც ინფიცირდება. მაგრამ მათ ჰოსპიტალიზება არ სჭირდებათ. ჰოსპიტალიზებისა და გარდაცვალების ყველა შემთხვევა მათ შორის ფიქსირდება, ვინც არ იყო აცრილი“, - ამბობს პაუდერლი.

ზოგიერთი ვაქცინა იმუნურ სისტემას უფრო მეტად აძლიერებს ვიდრე სხვები.

„მოდერნასა“ და „ფაიზერის“ წარმოების ე.წ. მ-რნა ვაქცინები, როგორც ირკვევა, ანტისხეულების წარმოქმნას ყველაზე მეტად უწყობს ხელს. ეფექტურობით შემდეგია ვექტორული ვაქცინები: „ჯონსონი და ჯონსონი“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის „ასტრაზენეკა“. ინაქტივირებული ვირუსის ბაზაზე ჩინეთში წარმოებული ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ კი ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ეფექტურობისაა. თუმცა ყველა მათგანი წარმოშობს საკმარის ანტისხეულებს იმისათვის, რომ ორგანიზმი კოვიდ-19-ის საწყის შტამს ებრძოლოს. ანტისხეულების კონკრეტული რაოდენობა კი სწორედ ახალ-ახალი ვარიანტების მიმართ ეფექტურობის კუთხითაა მნიშვნელოვანი.

„შესაძლოა, რომ შედარებით ნაკლებად ძლიერი ვაქცინების შემთხვევაში, რომლებიც ნაკლებად ძლიერ იმუნურ რეაქციას იწვევს, დელტა უფრო მეტად ვრცელდებოდეს. მაგრამ ისინი მაინც იცავს უფრო ძლიერი დაავადებისგან“, - განმარტავს პეტერ ოუფენშაუ, ლონდონის იმპერიული კოლეჯის მედიცინის ექსპერტი.

„ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“ და „ჯონსონი და ჯონსონი“, „სინოფარმსა“ და „სინოვაკზე“ ეფექტური ჩანს ორგანიზმის თავდაცვის სისტემის ე.წ. მეორე ხაზის - T უჯრედების წარმოქმნაში.

დებორა ფულერი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ვაქცინების ექსპერტი ამბობს, რომ ამგვარი დაცვა მნიშვნელობანია, თუმცა არა აუცილებელი:

„ვაქცინები, რომლებსაც შეუძლიათ ორგანიზმის მეორადი იმუნური რეაქციის, T უჯრდების მსგავსი რეაქციის წარმოშობა, განსხვავებული ვარიანტების მიმართ უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ის ინაქტივირებული ვაქცინები, რომლებიც მხოლოდ ანტისხეულების გამომუშავებას განაპირობებს.“

მიუხედავად ამისა, ფიულერი განმარტავს, რომ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ყოველწლიური გრიპის ვაქცინების მსგავსია, არ არის იდეალური, მაგრამ სულ არაფერს მაინც ჯობია: „მესმის ხოლმე, რომ ვიღაც, ვინც გრიპის ვაქცინა გაიკეთა, ამბობს, აღარ გავიკეთებ, რადგან მაინც ავად გავხდი. ჩემი პასუხი კი ყოველთვის ასეთია: ვაქცინა რომ არ გქონოდათ გაკეთებული, ბევრად უფრო ავად იქნებოდით, შეიძლება საავადმყოფოშიც კი“, - ამბობს ფიულერი.

ექსპერტი ამბობს, რომ ვირუსის გავრცელებას ყველა ვაქცინა უშლის ხელს. ეს კი ნიშნავს, რომ ახალი, საშიში ვარიანტების უფრო ნაკლებად წარმოიქმნება.

XS
SM
MD
LG