ამერიკელი ვეტერანი მოცურავე დიანა ნიადი კუბიდან ფლორიდამდე 166 კილომეტრის გაცურვას ზვიგენების საწინააღმდეგო გალიის გარეშე აპირებს, რაც მსოფლიო რეკორდი იქნება.
ორშაბათს, ცურვის დაწყებიდან მესამე დღეს მოცურავეს ცუდი ამინდი შეხვდა. მის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ღამით ცურვისას 26 კმ/სთ სიჩქარის ქარი ამოვარდა, რომელმაც დიანას კურსი აღმოსავლეთით რამდენიმე გრადუსით შეაცვლევინა. თუმცა მოცურავე იმედს იტოვებს, რომ კურსს გამოასწორებს და სამშაბათს ფლორიდის სანაპიროს მიაღწევს.
დიანა ნიადი ოთხშაბათს 63 წლის ხდება. მას მსოფლიო რეკორდის მოხსნა დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე სურს.