დღეს იუტის შტატში პრაიმერები გაიმართება, რესპუბლიკური პარტიის ნომინანტობისთვის ეს გადამწყვეტი პრაიმერია.
პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად ტრამპს 1237 დელეგატის მხარდაჭერა სჭირდება, მისი ოპონენტების მიზანი კი ივლისში კანდიდატის ეგრეთწოდებული ღია კენჭისყრით არჩევაა.
იუტაში ჩატარებული უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად იქ სენატორი ტედ კრუზი ლიდერობს, 40 დელეგატის მოსაპოვებლად კანდიდატმა ხმების უმრავლესობა უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დელეგატები ხმების პროპორციულად გადანაწილდება.