ამერიკელმა დამსაქმებლებმა თებერვალში ქვეყნის ეკონომიკას 175 ათასი ახალი სამუშაო ადგილი დაამატეს.
ამერიკის შრომის დეპარტამენტის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ქვეყანაში 6.7 პროცენტამდე შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში უმუშევრობის დონე სტაბილურად კლებულობს, ამერიკა კვლავ ცდილობს გამოსვლას ეკონომიკური რეცესიიდან.
ეკონომისტები აცხადებენ, რომ უმუშევრობის დონის შემცირება ნაწილობრივ იმას უკავშირდება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარუმატებლობის შემდეგ ადამიანების დიდი ნაწილი სამუშაო ბაზარს გამოაკლდა და სამსახურს აღარ ეძებს.