ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფარული აგენტის ისტორია


ვალერი პლეიმი ჯაშუშების სამყაროს მწერლის ამპლუაში დაუბრუნდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:19 0:00
ბმული
2010 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი „სამართლიანი თამაში,“ რომელშიც ნაომი ვოტსი და შონ პენი ასრულებენ მთავარ როლებს, ვალერი პლეიმის, როგორც დაზვერვის ფარული აგენტის ვინაობის გამჟღავნების ისტორიაზეა გადაღებული.

ის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მისმა მეუღლემ, ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა ჯო ვილსონმა საჯაროდ უარყო მთავრობის განცხადება, რომ ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი ნიგერში გამდიდრებული ურანის ყიდვას ცდილობდა.

„უმაღლეს ეშელონებში ფარული აგენტის კარიერის დანგრევა გადაწყვიტეს ჩემს დასასჯელად, იმის გამო, რომ სიმართლე ვთქვი,“ ამბობს პენის პერსონაჟი.

სკანდალიდან 10 წლის შემდეგ, ვალერი პლეიმი ჯაშუშების სამყაროს მწერლის ამპლუაში დაუბრუნდა. მისი თქმით, „ბლოუბექის“ მთავარი გმირი ვანესა პიერსონი ჯაშუში ქალია, რომელიც პირადი ცხოვრებისა და კარიერის დაბალანსებას ცდილობს. პლეიმი ამბობს, რომ პოპ-კულტურაში ქალი ჯაშუშები მომხიბლავ, მაცდურ და მომაკვდინებელ პერსონაჟებად არიან წარმოჩენილი.

„ისინი ან ზედმეტად სექსუალურად არიან წარმოჩენილი ან მსხვერპლის როლში გვევლინებიან. მე მათ თოჯინებად აღვიქვამ.“

პლეიმმა ამის რამდენიმე მაგალითი მოიყვანა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი „სოლტია,“ ანჯელინა ჯოლის მონაწილეობით.

„ჯოლი ისეთი ლამაზია, რომ ნებისმიერი საქმიანობის დროს არაჩვეულებრივად გამოიყურება. მაგრამ ამას არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან.“

ერთ-ერთი უახლესი ფილმი ჯაშუშებზე „ნომერი პირველი სამიზნე“ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციას ეხება. მასში დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს თანამშრომელი მაიას გმირის როლს ჯესიკა ჩასტეინი თამაშობს.

„მე მამაც და ძლიერ ქალებს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ, მაგრამ ბინ ლადენის ოპერაცია სინამდვილეში გუნდური მუშაობის შედეგი იყო. ამ ოპერაციაზე რამდენიმე ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა.“

პლეიმი ამბობს, რომ პოპკულტურაში ხშირად ყოფითი ცხოვრებისა და ჯაშუშების სამყაროს აღრევა ხდება.

ამის კარგი მაგალითი 15 წლის წინ გადაღებული ფილმი „სახელმწიფოს მტერია,“ რომელშიც მთავარ როლს უილ სმიტი ასრულებს. ეს ფილმი ძალიან ჰგავს ცოტა ხნის წინ ამერიკაში მომხდარ სკანდალს, რომელიც დაზვერვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის მიერ მთავრობის სათვალთვალო ოპერაციების შესახებს ინფორმაციის გაჟონვას მოჰყვა.

„შენარჩუნებული უნდა იქნას ბალანსი უსაფრთხოებასა და პირადი ინფორმაციის დაცვას შორის. ღმერთმა დაგვიფაროს იმისგან, რომ ვინმემ ეს ბალანსი დაარღვიოს. ეს დიდი საფრთხეა, რადგანაც ინფორმაცია ძალაა და მთავრობა ყველაფერს აკეთებს ჩვენს დასაცავად.“

ბლოუბექი პლეიმის პირველი მხატვრული ნაწარმოებია. ის სავარაუდოდ ქალ ჯაშუშებზე კიდევ რამდენიმე წიგნს დაწერს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG