ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეკვესტრის შედეგები ნიუ იორკში


სოციალური დახმარების პროგრამებისთვის ბიუჯეტი აუცილებლად შემცირდება, მაგრამ ჯერ არავინ იცის, როგორ

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
სეკვესტრის შესახებ გადაწყვეტილება კონგრესმა იმიტომ მიიღო, რომ წლების მანძილზე პრეზიდენტი და კანონმდებლები ფედერალურ საბიუჯეტო შეკვეცებზე ვერ შეთანხმდნენ. დროთა განმავლობაში სამთავრობო დანახარჯების შემცირება ბიუჯეტის თითქმის ყველა მხარეს შეეხება.

როდესაც 1 მარტს ავტომატური სეკვესტრი ძალაში შევიდა, შტატების და ქალაქების მმართველებისთვის, რომლებიც ნაწილობრივ ფედერალურ ბიუჯეტზე არიან დამოკიდებულები, სავსებით გასაგები გახდა, რომ სხვა დანარჩენთან ერთად, სოციალური დახმარების პროგრამებიც შეიკვეცებოდა.

„ეს რომ კარგი არ იქნებოდა, გარკვევით ვიცოდით“ - ამბობს დევიდ რაველი, ებრაელი ბავშვების და ოჯახების დახმარების საბჭოდან. ორგანიზაცია შემწეობას ქალაქ ნიუ იორკში 30 ათას ოჯახს უწევს. ის მათ არამარტო სუბსიდირებით ეხმარება, არამედ უსახლკაროებს კონსულტაციებს უწევს, უნარშეზღუდულ ადამიანებს ტრანსპორტირებით ეხმარება, ეწევა ძალადობის წინააღმდეგ საგანმანათლებლო სამუშაოს, ეხმარება ფსიქიური პრობლემების მქონე თანამოქალაქეებს და ასე შემდეგ.

დევიდ რაველის თქმით, მათ კლიენტებს ხანდახან დახმარება აქ ჩამოთვლილიდან ერთდროულად რამდენიმე საკითხში ჭირდებათ. და თუ სისტემიდან ერთი კომპონენტი მაინც ამოვარდა, მაშინ მეორეში საჭიროება კიდევ უფრო გაიზრდება.

„უამრავი ადამიანია, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. მათთვის ხელისკვრა დაღუპვის ტოლფასია. საცხოვრებლით დახმარების პროგრამები ოდნავადაც რომ შემცირდეს, ისინი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ქუჩაში დარჩებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ფსიქიური ავადმყოფობების შემთხვევები კიდევ უფრო გართულდება. ოჯახური ძალადობის ფაქტებიც გახშირდება. ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული“ - ამბობს ებრაელი ბავშვების და ოჯახების დახმარების საბჭოს წევრი.

სეკვესტრი ემუქრება ცნობილ ფედერალურ პროგრამას, სახელწოდებით „ჰედსტარტი“. პოპულარული პროგრამა სიღარიბის ზღვრის ქვევით მცხოვრებ 5 წლამდე ასაკის ბავშვებს განათლების მიღებაში ეხმარება. ნიუ იორკში მცხოვრებ ბავშვებს ეს განსაკუთრებით დაეტყობათ. ნენსი ვაქშტეინი ნიუ იორკის სამეზობლოთა გაერთიანებიდან, რომელიც 38 საზოგადოებრივი ცენტრის კოორდინირებას ახდენს, აცხადებს, რომ გასულ წლებში ბავშვთა განათლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი ისედაც შეიკვეცა და სუბსიდირების შემდგომი შემცირება კატასტროფა იქნება.

მგონია, რომ შეერთებულ შტატებში ეს საკითხი ყველას ეხება. იმას, თუ როგორ ისწავლიან ჩვენი ბავშვები, დაამთავრებენ თუ არა საშუალო სკოლას, რამდენად წარმატებული იქნებიან გლობალურ ბაზარზე, თითოეული ამერიკელისთვის დიდი მნიშვნელობა უნდა ქონდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხები საკუთარი ხელით მოიკვეთო, და მუხლებზე დაიჩოქო“ - აცხადებს ნენსი ვაქშტეინი.

იმ ფედერალურ პროგრამებს შორის, რომელთაც ნიუ იორკში სავარაუდოდ სეკვესტრი შეეხება, არის 1. 5 მილიონიანი ხანდაზმულთა კვების, 5.7 მილიონიანი ნარკოტიკზე დამოკიდებულთა დახმარების, 12.9 მილიონიანი წყლის და ჰაერის დასუფთავების ხელშემწყობი და მრავალი სხვა პროგრამა. წინასწარი გაანგარიშებით, სეკვესტრის შედეგად ნიუ იორკში სამსახურს სულ ცოტა 12 ათასი ადამიანი დაკარგავს.
XS
SM
MD
LG