ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასობით ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე


შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთით ვითარება კვლავ საგანგაშოა

ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე 9 შტატი ზამთრის შტორმის გამო პარალიზებულია. თოვლის მსხვილი საფარით დაიფარა ისეთი მჭიდროდ დასახლებული ქალაქები, როგორიცაა ნიუ იორკი და ბოსტონი. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ამ რეგიონებში მსგავსი ნალექი არ ახსოვთ. მანქანები მთლიანად დაფარულია თოვლით, ასობით ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გაჩერებულებია ბიზნეს-ობიექტები. არსებობს ინფორმაცია 4 გარდაცვლილი ადამიანის შესახებ. მსხვერპლია კანადაშიც. ოფიციალური პირების განცხადებით ვითარება კვლავ საგანგაშო რჩება ღამე ტემპერატურის ვარდნის გამო
XS
SM
MD
LG