ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის უხუცესი ადამიანი გარდაიცვალა


რირდენი 59 წელი იყო ქორწინებაში, 1979 წელს მეუღლის გარდაცვალებამდე და ჰყავდა 11 შვილი.

ამერიკის უხუცესი ადამიანი გარდაიცვალა. მამი რირდენი სამხრეთ კაროლინის მკვიდრი იყო. ის 114 წლის ასაკში გარდაიცვალა და დაახლოებით 2 კვირის წინ ის ამერიკაში ყველაზე ხნიერ ადამიანად დასახელდა.

მამი 1898 წლის 7 სექტემბერს სამხრეთ კაროლინის ქალაქ ეჯფილდში დაიბადა და მთელი ცხოვრება მშობლიურ ქალაქში ცხოვრობდა. ის 59 წელი იყო ქორწინებაში, 1979 წელს მეუღლის გარდაცვალებამდე და ჰყავდა 11 შვილი.

მამიმ მანქანის მართვა 65 წლის ასაკაში ისწავლა. მას 15 შვილიშვილი, 10 შვილთაშვილი და ერთი შვილისშივლის შვილიშვილი დარჩა.
XS
SM
MD
LG