შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა ახალი მოხსენება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ივლისში ამერიკულ არმიაში სუიციდის რიცხვი გაზრდილია. დოკუმენტის თანახმად, ივლისში თვითმკვლელობით სიცოცხლე 38-მა ჯარისკაცმა დაასრულა. ეს 2009 წლის მონაცემებთან შედარებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ივნისში, ამერიკულ არმიაში თვითმკვლელობის 24 ფაქტი დაფიქსირდა.
არმიის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელის მოადგილე გენერალი ლოიდ ოსტინი სუიციდს ამერიკული არმიის „მრისხანე მტერს“ უწოდებს. მისი თქმით, ამის საწინააღმდეგოდ აუცილებელია „დახვეწილი“ და კარგად გათვლილი ღონისძიებების განხორციელება.
ამერიკული არმიის „მრისხანე მტერი“
აშშ-ს ჯარში სუიციდის რიცხვი იზრდება