ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული სამხედრო ტრიბუნალი


ბრალის დადასტურების შემთხვევაში, სერჟანტი შესაძლოა სიკვდილით დასაჯონ.

ამერიკელი ჯარისკაცი, რომელსაც 16 ავღანელის მკვლელობაში ედება ბრალი, დღეს პირველად, სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარსდგება. სერჟანტ რობერტ ბეილისის საქმის მოსმენა ვაშინგტონის შტატში, ლევის-მაკფორდის ბაზაზე გაიმართება.

მოსმენის პროცესი, სავარაუდოდ, ორ კვირას გაგრძელდება და ჩართული იქნებიან მოწმეები ავღანეთიდან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, სერჟანტი შესაძლოა სიკვდილით დასაჯონ. ამერიკელი სამხედრო შეერთებულ შტატებში უკვე 50 წელია სიკვდილით არ დაუსჯიათ.
XS
SM
MD
LG