ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩაშლილი ოპერაცია


ფედერალურმა აგენტებმა დაკარგეს იარაღის კვალი, რომელმაც შეერთებული შტატების საზღვარი გადაკვეთა

შეერთებული შტატების იუსტიციის სასამართლო მოითხოვს, დაისაჯოს ორგანიზაციის 14 ახლანდელი და ყოფილი თანამშრომელი.

ამ ადამიანებს შორისაა ალკოჰოლის, თამბაქოს და იარაღის ბიუროს ყოფილი დირექტორიც. საქმე ეხება ამ ადამიანების როლს შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც არიზონას შტატის ფედერალურმა აგენტებმა უფლება მისცეს იარაღი აშშ-დან მექსიკაში არალეგალურად შესულიყო. ოპერაციის მიზეზი იყო - ეპოვნათ კვალი, რომელიც ფედერალურ აგენტებს მთავარ პირებზე გაიყვანდა. თუმცა, მოხდა გაუთვალისწინებელი ფაქტი და ამერიკის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ იარაღის კვალი გაქრა.
XS
SM
MD
LG