ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრედლი მანინგის სასამართლო პროცესი დაიწყო


ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, მანინგს ოცწლიანი პატიმრობა ელის

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:02:35 0:00
ბმული

ბრედლი მანინგი ის ამერიკელი ოფიცერია, რომელმაც ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტი ვიკილიკს გადასცა. ორშაბათს მანინგის სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელზეც პროკურორებმა და დაცვამ ერთმანეთისგან განსხვავებული მტკიცებულებები წარმოადგინეს.

ბრედლი მანინგი მხარდამჭერებისთვის ნამდვილი გმირი და პოლიტიკური პატიმარია. ბევრ ამერიკელს კი მიაჩნია, რომ ის მოღალატეა, რომელმაც ეროვნული უსაფრთხოება და ამერიკელთა ცხოვრება განსაცდელის წინაშე დააყენა.

ანა რაიტი არმიის გადამდგარი პოლკოვნიკია. იგი ბრედლი მანინგს გულწრფელად უთანაგრძნობს:

„მე ვაფასებ ბრედლი მანინგის საქციელს, რადგან მან საგარეო პოლიტიკაში უამრავ პრობლემას ახადა ფარდა.მე კი ამ პოლიტიკის ნაწილი გახლდით.’’

ჰერითიჯის ფონდის წარმომადგენელი სტივენ ბუკი მანინგს ჯაშუშს უწოდებს:

„მანინგის მიერ ჩადენილ ქმედებას შპიონაჟი ქვია. მან საკუთარი ერის ნდობას უღალატა.“

ღია დაპირისპირების დროს პროკურორმა განაცხადა, რომ ბრედლი მანინგი ამ დანაშაულით მტერს დაეხმარა, რადგან დიპლომატიური კავშირების და საბრძოლო ოპერაციების ამსახველი საიდუმლო დოკუმენტები ვიკილიკს მიაწოდა.

სასამართლო პროცესის დროს ადვოკატებმა მანინგი იმ გონიერ ჯარისკაცად მოიხსენიეს, რომელსაც მსოფლიოს უკეთესად წარმოჩინება სურდა.

სამის წლის წინ ბრედლი მანინგი ერაყში დაზვერვის ანალიტიკოსად მუშაობდა. იგი პირველია ამერიკის ისტორიაში, რომელმაც ყველაზე დიდი რაოდენობით საიდუმლო მასალა გაამჟღავნა. ამ დოკუმენტებში მსოფლიო ლიდერების შესახებ ამერიკელ პოლიტიკოსთა და სამხედრო მაღალჩინოსანთა შეხედულებებიც იყო გადმოცემული.

როგორც პროკურორები აცხადებენ, გამჟღავნებულმა საიდუმლო მასალებმა ოსამა ბინ ლადენამდეც მიაღწია. ბრედლი მანინგის საშუალებით გავრცელდა ვიდეოც, რომელზეც ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის მშვიდობიან მოქალაქეეებზე თავდასხმაა ასახული. ამ ინციდენტის დროს როიტერის ორი ჟურნალისტი დაიღუპა.

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, ბრედლი მანინგს ოცწლიანი პატიმრობა ელის.

მორის დევისი გუანტანამოს ციხის ყოფილი სამხედრო პროკურორია:

„ჩემი აზრით, ეს საქციელი უფრო სამარცხვინოა, ვიდრე საზიანო. შედეგად თუ ვინმე დაზარალდა, არ გამიგია.“

სტივენ ბუკი განსხვავებული აზრისაა:

„აქ უკანონო ქმედებაზეა საუბარი. ვინც კანონს არღვევს, ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს“

ბრედლი მანინგის ბრალდებების შესახებ დებატები სასამართლოს დარბაზში გაგრძელდება. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ სასამართლო პროცესი 12 კვირა გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG