ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში შრომის დღეს აღნიშნავენ


გამოკითხვების მიხედვით, ყოველი 8 ამერიკელიდან მხოლოდ ერთია პროფკავშირების წევრი

ამერიკაში დღეს უქმე დღეა. შრომის დღისადმი მიძღვნილი ფედერალური დღესასწაული შეერთებულ შტატებში სექტემბრის ყოველ პირველ ორშაბათს აღინიშნება და ის ზაფხულის არაოფიციალურ დასასრულსაც ნიშნავს.

ამერიკელები, როგორც წესი, ამ დღესასწაულს ოჯახური შეკრებით აღნიშნავენ. 1894 წელს დაარსებული უქმე დღე ინდუსტრიულ ცენტრებში შედარებით პომპეზურად, სახალხო ზეიმებით და აღლუმებით მიმდინარეობდა. თუმცა, მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის ფონზე მშრომელთა პროფესიული კავშირების საქმიანობამ და მათმა საზოგადოებრივმა ატიურობამ კლება იწყო. გამოკითხვების მიხედვით, ყოველი 8 ამერიკელიდან მხოლოდ ერთია პროფკავშირების წევრი.
XS
SM
MD
LG