ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერნეტზე იარაღის ყიდვა ბევრად უფრო იოლია


ბოლო 2 თვეში კვლევითმა ორგანიზაციამ „მესამე გზა“ 10 შტატში 15 ათასი იარაღის გაყიდვის ფაქტს მიაკვლია

კვლევითი ორგანიზაცია „მესამე გზა“ ამტკიცებს, რომ შეერთებულ შტატებში ინტერნეტზე იარაღის, მათ შორის ნახევრად ავტომატური იარაღის შეძენა ყოველგვარი კრიმინალური ისტორიის შემოწმების გარეშე შეიძლება. ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.

მხოლოდ ბოლო 2 თვის მანძილზე, ივნისის და ივლისის თვეში 10 შტატის გაყიდვების შესწავლის შედეგად, ორგანიზაციამ 15 ათასზე მეტ იარაღს მიაკვლია, რომელთა თითქმის მესამედი ნახევრად ავტომატური იყო. სწორედ ამ შტატის სენატორები წავიდნენ იარაღის გაყიდვების შეზღუდვის შესახებ შემუშავებული ორპარტიული კანონმდებლობის წინააღმდეგ - აცხადებს კვლევითი ორგანიზაცია „მესამე გზა“.
XS
SM
MD
LG