ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა სირიაში ჩართულობის პოტენციურ შედეგებს განიხილავს


შეერთებული შტატების სამხედრო ინტერვენცია სირიაში, ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებლისთვის მიუღებელია, ნაწილი კი სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:03:51 0:00
ბმული

შეერთებული შტატების სამხედრო მაღალჩინოსანი აკეთებს გაფრთხილებას, რომ სირიის სამოქალაქო ომში ამერიკას ჩართვა მილიარდი დოლარი დაუჯდება და რომ კონფლიქტი ამის გამო შეიძლება უფრო გამწვავდეს.

გენერალი მარტინ დემფსი შტაბების მეთაურთა გაერთიანებული შტაბის კომიტეტის თავმჯდომარეა. კონგრესს მან იმ მოსაზრებების სია წარუდგინა, რომელიც სირიის სისხლიანი კონფლიქტის მოგვარებას შეუწყობს ხელს. ეს პირველად ხდება, როდესაც პენტაგონმა ნათლად დაახასიათა ის დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, პოტენციურად მოსალოდნელ მოვლენათა განვითარებას იმ შემთხვევაში, თუკი შეერთებული შტატები სირიაში ღია სამხედრო ჩარევას განახორციელებს.


სენატორ ჯონ მაკკეინთან და კარლ ლევინთან დემფსის წერილის შინაარსი ორშაბათს გვიან გახდა ცნობილი. მასში წარმოდგენილი იყო დეტალური ვარიანტები, რომელიც მოიცავდა ოპოზიციური ძალების მომზადებას, ავია დარტყმების მიყენებას, და სირიის თავზე არა საფრენი ზონის შექმნას.
მან წერილში აღნიშნა, რომ სირიის სამხედრო სამიზნეებზე დარტყმები ასობით ვერტმფრენს, გემს, წყალქვეშა ნავებს და სხვა საშუალებებს მოითხოვს რაც მილიარდობით დოლარი დაჯდება.

თუ ვაშინგტონს დასჭირდა, შეიძლება ათასობით სამხედრო გამოიყენოს იმისთვის, რომ ზოგიერთი გეოგრაფიული ადგილის დაცვის მიზნით ბუფერული ზონები შექმნას, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე კონტროლი განხორციელდეს, ნათქვამია წერილში.

ეს წერილი მოყვა გასულ კვირას კონგრესში გამართული მოსმენის დროს დემფსის და მაკკეინის აზრთა გაცვლა-გამოცვლას. მაკკეინი სირიაში სამხედრო ჩარევის ერთ-ერთი აქტიური მომხრეა, თუმცა გენერალი ასაბუთებს, შეერთებულმა შტატებმა რატომ უნდა შეიკავოს თავი ამ ნაბიჯისგან და ოპოზიციის მხარდაჭერისგან, რომლის მიზანიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჩამოგდებაა.

უარესი სცენარი

დემსის წერილმა უარესი სცენარის ვარიანტიც გამოკვეთა, თუმცა ეს საბოლოო სიტყვას არ წარმოადგენს ამ საკითხთან დაკავშირებით, ამბობს ვაშინგტონში მოქმედი ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის წარმომადგენელი სტივენ ჰეიდიმენი.

სტივენ ჰეიდიმენი :ის ჩანს რომ იგრძნობა , შეერთებული შტატები მარტო იმოქმედებს თუკი რომელიმე აქ ჩამოთვლილ ვარიანტს მიყვება. თითქოს ის მერყეობს, რომ აქ ჩამოთვლილი ვარიანტები შეერთებული შტატების სამხედრო ძალებიდან შეიძლება მასიურ დახმარებას მოითხოვდეს, თუმცა საბოლოო მიზანი სწორედ სხვადასხვა სამხედრო ძალის დახმარებით შეიძლება იქნას მიღწეული, განაცხადა ჰეიდიმენმა.

მაკკეინი იყო მთავარი ფიგურა, რომელიც მოუწოდებდა კონგრესს სირიის ოპოზიციური ძალების სამხედრო დახმარების გაწევაში, და არასაფრენი ზონის შექმნაში, რომელიც სირიელ მეამბოხეებს ასადის საჰაერო დარტყმებისგან დაიცავდა.

ჰეიდიმენი აცხადებს, რომ ობამას ადმინისტრაცია და სამხედრო ჩარევის მომხრეებიც, როგორიც არის მაკკეინი - ორივე მხარს უჭერს სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესს, რომლის მიზანი ბაშარ ალ-ასადის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმაა.

სტივენ ჰეიდიმენი: ეს გასაგებია ,რომ მათი სტრატეგია სამხედრო ზომებს გულისხმობს, თუმცა საუკეთესო გზა მოლაპარაკებებში ჩართვისთვის არის მუშაობა ადგილზე, რომ ასადი იძულებული გახდეს აღიაროს, რომ მოლაპარაკებების გზა არის მისი და სირიის მომავლის უსაფრთხოების გარანტია.

თუმცა შეერთებული შტატების კონგრესმენი ტრეი რეიდელი, რომელიც სირიის საკითხთან დაკავშირებულ საკანონმდებლო შესწორების საკითხებს ხელმძღვანელობს, კურირებს სამხედრო ასიგნებათა საკითხებსაც, რომელზეც დებატები წარმომადგენელთა პალატაში მიმდინარეობს. იგი მათ შორის არის, ვინც პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგია.

ტრეი რეიდელი: კონგრესის პრეროგატივაა რომ გადაწყვიტოს დადგამს თუ არა ამერიკა სირიაში თავის სამხედრო ჩექმას. მე არ ვეთანხმები იქ შესვლას, ჩვენი ახალგაზრდა მამაკაცები და ქალბატონები საფრთხეში იქნებიან. ეს სამოქალაქო ომია.

ეს დებატები დროში დაემთხვა თეთრი სახლის გადაწყვტილებას შეზღუდული საშუალებებით დაეხმაროს მეამბოხეებს, რომელშიც შედის ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა ტიპის იარაღიც, თუმცა აცნობიერებს იმასაც, რომ ასადი ხელისუფლებაში შეიძლება მხოლოდ გარკვეულ პერიოდამდე დარჩეს.
XS
SM
MD
LG